ტეორორიზმთან ბრძოლის საკითხში რუსეთის, სირიის, ერაყისა და ირანის ურთიერთქმედება აუცილებელია რეგიონის დანგრევისგან გადასარჩენად. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა.
"კოალიცია, რომელშიც რუსეთი, სირია, ირანი და ერაყი ერთიანდებიან, ვალდებულია გაიმარჯვოს, თუ არა და რეგიონი დაიშლება. ბევრი ქვეყანა გრძნობს ტერორიზმის საფრთხეს და ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა მხარს უჭერს შექმნილ კოალიციას. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ კოალიციის შანსები ძალიან დიდია", - აღნიშნა ბაშარ ასადმა ირანულ ტელეკომპანია "ბახარტვ"- სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, აშშ-ს მეთაურობით კოალიციის ფორმირებიდან "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტთა ქმედებები უფრო გაფართოვდა, "ბოევიკთა" რაოდენობა კი გაიზარდა. დღესვე ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს, თუკი ეს სირიაში არსებულ პრობლემებს დაარეგულირებს.