მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა მხარდასაჭერი მატჩი მინისტრების მონაწილეობით 6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც "ინტერპრენიუსს" საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მატჩში მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვეტერანი მორაგბეები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები მიიღებენ. მანამდე კი მატჩის წინამოსამზადებელი შეხვედრა, იგივე - კაპიტნის თამაში 5 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას დავით სერგეენკო და ტარიელ ხეჩიკაშვილი მიიღებენ.
ამხანაგური მატჩის მიზანს ქართველ მორაგბეთა მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა წარმოადგენს. მატჩს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგენგებო ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.