საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისში ქართული ღვინის ცენტრი გახსნა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამერიკის ერთ-ერთ უნივერისტეტში ღვინის ისტორია იწყება საქართველოთი, ანუ ასწავლიან ღვინის ისტორიას, საქართველოს ისტორიით.
„ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ამ დღეს ჩვენ ვეტერან მეღვინეებთან ერთად აღვნიშნავთ ღვინის დღეს, რომელიც უკვე მეორედ აღინიშნება საქართველოში. ეს ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს, როდესაც დაავაარსეთ ქართული ღვინის დღე. ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს შევახსენოთ, რომ საქართველო არის ვაზის და ღვინის სამშობლო, რომ აქ ამ მიწაზე უკვე 8 ათასი წელია იწარმოება ღვინო და სწორედ ეს ადგილი გახლავთ ადგილი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც ღვინის აკვანმა. მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მე რამდენიმე წლის წინ მქონდა შეხვედრა ამერიკაში ერთ-ერთ ადამიანთან და მინდა ისტორია მოგიყვეთ, რომ ამერიკის ერთ-ერთ უნივერისტეტში ღვინის ისტორია იწყება საქართველოთი, ანუ ასწავლიან ღვინის ისტორიას, საქართველოს ისტორიით. ასწავლიან, რომ ღვინის წარმოება საქართველოში დაიწყო 8 ათასი წლის წინ. ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ჩვენთან დღემდე შემორჩენიალია ღვინის დაყენების წარმოების ტრადიციული მეთოდები. ესაა, ასევე, ქვევრის ღვინო, რომელსაც იუნესკომ მიანიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გასწულ წელს და ჩვენი დამსახურებაა, რომ ამ სტატუსს მივაღწიეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთის. მინდა მივესალმო ჩინეთიდან დელეგეციას, რომლებიც ამ დღის აღსანიშნავად სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.