ამ სიტყვებით დატოვა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა რეზი არველაძემ "Holiday Inn"-ის შენობა.
არველაძე ჟურნალისტებთან თავის შვილთან ერთად წარსდგა.
"რაც მე ვერ გავაკეთე ქართულ ფეხბურთში, ჩემი შვილი გააკეთებს", - განაცხადა არველაძემ
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა. მასთან ერთად პრეზიდენტის პოსტისთვის რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იბრძოდნენ.