ლევან კობიაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით მე-5 პრეზიდენტი გახდა

ლევან კობიაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით მე-5 პრეზიდენტი გახდა

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან კობიაშვილმა გამარჯვება მოიპოვა. მან კონკურენტ რევაზ არველაძეს 3 ხმით აჯობა.

კობიაშვილის გამარჯვებას ოვაციებით შეხვდნენ სასტუმრო „Holiday Inn“-ში შეკრებილი მისი მხარდამჭერები.