სტიქიამ დაბა ლაითურში 15-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი და კერძო სახლი დააზიანა
უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები.
სტიქიის პირველივე წუთებიდან ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სპეცტექნიკა, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
სტიქიის შედეგად დაშავებულები არ არიან. დასუფთავების სამხურის თანამშრომლებმა გზები უკვე გაწმინდეს. სპეციალური კომისია ზარალის დათვლას უკვე შეუდგა.