ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ლევან კობიაშვილს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა იყო ფედერაციის პრეზიდენტი.
„ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ ფეხბურთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რომ ძალიან რთული გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ, ლევანი თავს გაართმევს. ჩვენ დაველოდებით მის პროგრამას, არსებობს ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისია, აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და დავიწყებთ ფიქრსა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ფეხბურთის განსავითარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.