ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ლევან კობიაშვილის გამარჯვებით დასრულდა. რეზი არველაძე კონკურენტთან პირველი მივიდა, გადაეხვია და გამარჯვება მიულოცა.
18 ხმით 15-ის წინააღმდეგ, ფედერაციის არჩევნებში ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნებში სულ მონაწილეობას ყრილობის 33 დელეგატი იღებდა.
ყრილობის გადაწყვეტილებით, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატებს ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვათ. თავის მხრივ, აღმასკომმა აღნიშნული უფლება რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტებს მიანიჭა.