ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. 18 ხმით 15 წინააღმდეგ არჩევნებში ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა.
საპრეზიდენტო არჩევნებში სულ მონაწილეობას ყრილობის 33 დელეგატი იღებდა. ყრილობის გადაწყვეტილებით გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატებს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა, რომელიც თავის მხრივ აღმასკომმა, აღნიშნული უფლება რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტებს მიანიჭა.
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდნეტო არჩევნები 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერი დელეგატის დაკავების გამო პროცესები გაჭიანურდა, რის გამოც კენჭისყრა დაგვიანებით დაიწყო.
არჩევნებში მონაწილეობას სამი კანდიდატი რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იღებდნენ.