ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ყრილობაზე გრეგორი სურკისმა UEFA-ს სუპერ თასის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერისთვის, საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა
გრეგორი სურკისმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებს ფეხბურთის ფედერაციისთვის გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ ერთობლივი, კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას.
„სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორც ცდილობს ფეხბურთის ფედერაცია თამაშის ყველა ასპექტის განვითარებას და შეჯიბრებების საორგანიზაციო საკითხების გაუმჯობესებას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის წარმატებით განხორციელება, მათ შორის UEFA-ს უშუალო მონაწილეობით. თქვენთვის ცნობილია, რომ UEFA ახორციელებს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის პირდაპირ ინვესტიციებს, მათ შორის ეს ეხება სტადიონებს და მინდვრებს. თბილისში, UEFA-ს ინვესტიციის წყალობით, კარდინალურად განახლდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, რამაც საშუალება მისცა თბილისს UEFA-ს სუპერ თასის ფინალის მაღალ დონეზე ჩატარება. მე, როგორც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, მადლობას გიხდით მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარებისა და ორგანიზებისთვის. გარდა ამისა, 2013 წელს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ჩატარდა ფუტსალის თასის ფინალი და ახლა ემზადებით 2017 წელს, 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის. პირველად მიიღებს თქვენი ქვეყანა საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ასეთ მაღალ ტურნირს. ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ფეხბურთის ფედერაციის დიდი მხარდაჭერით, კერძოდ კი ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილის ხელშეწყობით. მთავრობის, ფედერაციისა და UEFA-ს ეფექტური, ერთობლივი მუშაობა გახდა ამ ყველაფრის ხელშემწყობი. საქართველოში იქმნება მყარი ფუნდამენტი იმისთვის, რომ მომავალში ფეხბურთი კიდევ უფრო განვითარდეს“, - განაცხადა გრეგორი სურკისმა.