ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის დელეგატები ხმის უფლებით ვერ ისარგებლებენ.
ყრილობაზე გამართული კენჭისყრის შედეგად გაბათილდა აღმასკომის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არჩევნებზე დელეგატები რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტები იქნებოდნენ.
საბოლოოდ, ყრილობის დელეგატების გადაწყვეტილებით ფედერაციის არჩევნებზე პრეზიდენტს 33 დელეგატი აირჩევს.