„ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ირგვლის განვითარებული მოვლენები დასაფიქრებელია“

„ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ირგვლის განვითარებული მოვლენები დასაფიქრებელია“

როგორც UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტმა გრეგორი სურკისმა ფედერაციის ყრილობაზე განაცხადა, ის მოვლენები, რაც ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ განვითარდა დაფიქრებას საჭიროებს ყველას მხრიდან.

UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტმა გრეგორი სურკისმა სასტუმრო „Holiday Inn“-ში შეკრებილ დელეგატებს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კანდიდატებს მოუწოდა, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, მტრებად არ დარჩნენ.

„დღეს თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ და მე არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ თქვენთვის რჩევის მოცემას. მხოლოდ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ფედერაციის მომავალი ხელმძღვანელობა, ისევე, როგორც დარბაზში შეკრებილი ყველა პიროვნება, ითვალისწინებს UEFA-ს პოლიტიკას, ევროპის ყველა კუთხეში ბალანსირებული ფეხბურთის განვითარების და ხელს შეუწყობს ფეხბურთისთვის კარგი მომავლის შექმნას. ფეხბურთმა უნდა გაგვაერთიანოს და სიხარული მოგვანიჭოს და არა პირიქით, გაგვხლიჩოს და ბოროტება დათესოს. ის მოვლენები, რაც ხდებოდა თბილისში, ვფიქრობ, დაფიქრებას საჭიროებს. მინდა ყველას მოგიწოდოთ ჯანსაღი აზრისკენ, ლოგიკისა და დაფიქრებისკენ და თუ გნებავთ, ყველაზე მთავარი პრინციპისკენ, თანმიმდევრულობასა და სისტემურობისაკენ. UEFA-ს მთავარი პრინციპი სწორედ სამართლიანობა და სოლიდარობაა. „ჩვენ ვზრუნავთ ფეხბურთზე“, ეს უმთავრესი პრინციპია ფეხბურთის განვითარებისთვის. მინდა, რომ თქვენ ეცადოთ, იპოვნოთ ჯანსაღი აზრი, დაიცვათ ფედერაციის წესდება, რადგან ის სრულად უნდა იყოს ადაპტირებული FIFA-ს და UEFA-ს წესდებასთან. სწორედ ამიტომ, გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველას, რომ მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, ამ დარბაზიდან ადამიანები მტრებად არ გავიდნენ. გაერთიანდნენ მილიონობით ადამიანის საყვარელი თამაშის ირგვლივ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენ, მივცეთ საშუალება იმ გოგო-ბიჭებს, იყვნენ ისეთივე ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორც ეს იყო ადრე“, - განაცხადა სურკისმა.