ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ჩივაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რეგისტრაცია 33-მა დელეგატმა გაიარა.
როგორც ცნობილი გახდა, რეგისტრაცია არ გაუვლიათ გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატებს. არსებული ინფორმაციით, კენჭისყრის დაწყებამდე ყრილობის წევრები ჯერ ამ ორი დელეგატის საკითხს უყრიან კენჭს.