გეგა გობეჯიშვილი ზურაბ პეტრიაშვილმა ჩაანაცვლა

გეგა გობეჯიშვილი ზურაბ პეტრიაშვილმა ჩაანაცვლა

ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგის ახალი დელეგატის ზურა პეტრიაშვილის თქმით, ის არჩევნებში მხარს პრეზიდენტობის კანდიდატ რეზი არველაძეს დაუჭერს. 

როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არველაძეს დიდი გამოცდილება აქვს ფედერაციაში და ის აუცილებელია ქართული ფეხბურთისთვის.

„დიდი ხანია ვიცნობ რეზის. მისი შრომისმოყვარეობიდან და პატიოსნებიდან გამომდინარე, მე მხარს ვუჭერ მას. მასთან პირადი საუბრის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ის აუცილებელია ქართული ფეხბურთისთვის“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.