ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან კობიაშვილის განცხადებით, მთელი დღეა ყველა ელოდება როდის გამოვა დელეგატთა ნაწილი და რეგისტრაციას გაივლის.
როგორც კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი პატივს არ სცემენ არც არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს და არც ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი დღეა მათი ოთახიდან გამოსვლას ელოდებიან.
„მთელი დღეა ველოდებით, როდის გამოვლენ ოთახიდან დარჩენილი დელეგატები და დარეგისტრირდებიან. ისინი არავის სცემენ პატივს, არც დამსწრე საზოგადოებას, არც ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი დღეა მათ გადაწყვეტილებას ელოდებიან. მათ არჩევნების ჩაშლა სურთ და ეს აქამდეც სურდათ. მე არ მაქვს პრობლემა, ჩაანაცვლონ ის დელეგატი, ვისითაც უნდათ. მთავარია, გამოვიდნენ, დარეგისტრირდნენ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, - განაცხადა კობიაშვილმა.