„რუსული ავიაიერიშები სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებას უწყობს ხელს“

„რუსული ავიაიერიშები სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებას უწყობს ხელს“

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ როდესაც რუსეთი ავიაიერიშებს ახორციელებს სირიაში, ის ვერ ხედავს სხვაობას „ისლამურ სახელმწიფოსა“ და ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს შორის.

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.

„რუსეთის თვალსაზრისით, ისინი ყველანი ტერორისტები არიან. სირიის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეების მიმართ განხორციელებული იერიშებით, რუსეთი ხელს უშლის პრობლემის პოლიტიკური გზით მოგვარების შესაძლებლობას და მხოლოდ ხელს უწყობს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების გამაგრებას“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

პრეზიდენტის თქმით, თავად ამერიკელები გააგრძელებენ „ისლამური სახლემწიფოს“ ბოევიკების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა მათ ასევე კავშირი ექნებათ სირიელ ოპოზიციონერებთან.

ობამას თქმით, აშშ მზად არის რუსეთთან, ირანთან და კოალიციის პარტნიორებთან ითანამშრომლოს, რათა ეტაპობრივად შეიცვალოს სირიის ხელისუფლება.