გეგა გობეჯიშვილი დელეგატი აღარ იქნება

გეგა გობეჯიშვილი დელეგატი აღარ იქნება

ყრილობამ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე გეგა გობეჯიშვილი ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგის დელეგატი აღარ იქნება.

როგორც ჟურნალისტებს გობეჯიშვილმა განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება UEFA-ს რეკომენდაციით იქნა მიღებული, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული შესაძლო ინციდენტი.

"ყრილობამ გადაწყვიტა, რომ არჩევნებზე ჩემს მაგივრად სხვა დელეგატი იქნება. მე აღარ ვარ დელეგატი, UEFA-მ გადაწყვიტა, რომ ასე ჯობია, რათა ინციდენტი არ მოხდეს. ჩემს მაგივრად არ ვიცი ვინ იქნება. მე ვარ რეზის მხარდამჭერი და იმედი მაქვს, რომ ჩემს მაგივრად ვინც იქნება, ისიც რეზის დაუჭერს მხარს. მე აქ იმისთვის მოვედი, რომ ხმა მიმეცა. რაც შემეძლო გავაკეთე. UEFA-ს გადაწყვეტილებას ვემხრობი",- აღნიშნა გეგა გობეჯიშვილმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს გეგა გობეჯიშვილს. ასევე უცნობია, თუ როდის დაიწყება ყრილობა.