"ვერ აკეთებ? წადი!"

ტელეკომენტატორ ლევან სალუქვაძის აზრით, გასაოცარია, როცა ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლების შესაძლო შეცვლა, მავანთა მიერ ქვეყანაში ტრაგედიად მიიჩნევა.

"არის რაღაც ჯგუფი, რომელსაც ჰგონია, რომ სულ ფედერაციაში უნდა მუშაობდნენ. ლევან კობიაშვილმაც თქვა, იქ ბევრი პროფესიონალიაო. კი მაგრამ, ასე თუა, მარტო სიჭინავა აფუჭებდა საქმეს? ვერ გავიგე, რა პრობლემაა, 8-წლიანი მუშაობის მერე ვინმე თუ შეიცვლება? ვერ აკეთებ? წადი!“ - განაცხადა სალუქვაძემ "პირველი TV"-ის ეთერში.