ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის დიმა ბოკერიას განცხადებით, დაკავებული დელეგატი გეგა გობეჯიშვილი სასამართლომ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა.
როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას გობეჯიშვილთან ჯერ არ უსაუბრია.
„გეგა გობეჯიშვილი ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა სასამართლოდან. არ ვიცი რამდენადაა მზად მორალურად და ფიზიკურად იმისთვის, რომ მოვიდეს და ხმა მისცეს. გავესაუბრები და ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, როცა დაველაპარაკები“, - განაცხადა ბოკერიამ.
როგორც სამდივნოს მდივანმა რევაზ შენგელიამ განაცხადა, ამ დროისთვის რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა.