ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი სასამართლომ გაათავისუფლა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გობეჯიშვილს 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამის შესახებ "პირWელს" გობეჯიშვილის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განუცხადა.
"გობეჯიშვილი უკვე გათავისუფლებულია, თუმცა ჩვენ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას",- აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე ინფორმაციით, გეგა გობეჯიშვილი სასამართლოს შენობიდან პირდაპირ სასტუმრო "ჰოლიდე ინნში" მივა, სადაც ყრილობა უნდა გაიმართოს.