„არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს და გამარჯვებული ვინც გახდება, ის უნდა მიიღოს საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო საზოგადოებამ“

„არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს და გამარჯვებული ვინც გახდება, ის უნდა მიიღოს საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო საზოგადოებამ“

„მსოფლიო სპორტის“ საფეხბურთო მიმომხილველი ლაშა თაბაგარი მიიჩნევს, რომ სირცხვილია ის ფაქტი, როცა ერთი ოთახიდან მეორეში გადადიან მოლაპარაკებებისთვის, რათა შედგეს ქვორუმი და არჩევნები ჩატარდეს.

როგორც თაბაგარმა "პირველი TV"-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

"ქვეყანამ ჩაატარა საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ფედერაციის არჩევნების ჩატარება და პრეზიდენტის არჩევა რა გახდა?! არ მივესალმები ვიღაცეების ბანაკებად დაყოფას და დაპირისპირებას. ჩემი აზრით უმჯობესია, რომ ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ქართული ფეხბურთის სიკეთე თუ უნდათ, ეს ნაბიჯი გადადგან. დაპირისპირებას კარგი არაფერი არ მოაქვს. სირცხვილია ის ფაქტი, რომ ერთი ოთახიდან მეორეში გადადიან მოლაპარაკებებისთვის, რათა შედგეს ქვორუმი და არჩევნები ჩატარდეს. რა გადაუჭრელი პრობლემა გახდა ეს არჩევნები. გამოსავალი ერთია - უნდა ჩატარდეს არჩევნები და გამარჯვებული ვინც გახდება, ის უნდა მიიღოს საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო საზოგადოებამ", - აღნიშნა ლაშა თაბაგარმა.

არსებული ინფორმაციით, დელეგატებმა რეგისტრაცია უკვე დაიწყეს. ამ დრომდე რეგისტრაცია მხოლოდ 18 დელეგატს ჰქონდა გავლილი.