არსებული მონაცემებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად ნაწილდება - გეგა გობეჯიშვილის გარდა, არსებული 34 დელეგატიდან 17 ხმას აგროვებს ლევან კობიაშვილი და 17 ხმას რევაზ არველაძე, მამუკა კვარაცხელიას კი, სავარაუდოდ, ხმას არავინ მისცემს.
როგორც ცნობილია, გობეჯიშვილი მხარს რევაზ არველაძეს უჭერს.
არჩევნებში გამარჯვებისთვის 18 ხმა საკმარისია. რევაზ არველაძის მხარდამჭერ დელეგატებს შორის მოიაზრებიან რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთისა და გურიის სამხარეო ფედერაციების დელეგატები, რომელთა დელეგატობის უფლების ჩამორთმევას საფეხბურთო კლუბები მოითხოვენ.
მათი თქმით, ამ ფედერაციების დელეგატებად დაინიშნენ კლუბების პრეზიდენტები, რაც ინტერესთა კონფლიქტია და დარღვევაა.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი ხმა გაუქმდება, რევაზ არველაძეს, როგორც კულუარებში საუბრობენ, ამ სავარაუდო მონაცემებით, 16 ხმა მოუგროვდება და უპირატესობა ლევან კობიაშვილის მხარეს იქნება.