ცობეხია არველაძის მხრიდან სასამართლოზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს

ცობეხია არველაძის მხრიდან სასამართლოზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სპორტის საზოგადოების“ წარმომადგენლის გიორგი ცობეხიას განცხადებით დაკავებულ დელეგატთან დაკავშირებით რევაზ არველაძის განცხადებაზე შესაძლოა სასამართლოზე ზეწოლის მცდელობას ემსახურება.

ცობეხიას თქმით, სასამართლოს კომპეტენციაა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გეგა გობეჯიშვილის საქმესთან დაკავშრებით, ამიტომ მსგავსი განცხადებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

„ბუნებრივია, ეს არის სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში. მასზე ზეწოლა დაუშვებელია. ზოგადად, ეს არის მანიპულირების კიდევ ერთი მცდელობა, რასაც მიმართავს ბატონი რეზი არველაძე არჩევნებში. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს ჩაითვალოს ზეწოლად“, - განაცხადა ცობეხიამ.