მოვუწოდებ ყველას, ვიდრე გეგა გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ, მანამდე საარჩევნო ყრილობა არ დაიწყოს, - ამის შესახებ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, რევაზ არველაძემ განაცხადა.
"მოვუწოდებ ყველას, სანამ გეგა გობეჯიშვილი არ გათავისუფლდება, მანამდე არ დაიწყოს საარჩევნო ყრილობა. ეს არის ჩემი თხოვნაც, მოწოდებაც და ამაში ვარ მართალი. ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ამ დროისთვის", - განაცხადა არველაძემ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი წუხელ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, იგი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით არის დაკავებული.