ლევან კობიაშვილმა მედიას მოუწოდა, დაინტერესდნენ რა ხდება იმ ოთახში, სადაც დელეგატები არიან.
როგორც ერთ-ერთი კანდიდატი ლევან კობიაშვილი აცხადებს, დელეგატები ერთ ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი.
ლევან კობიაშვილმა მედიას მოუწოდა, დაინტერესდნენ რა ხდება იმ ოთახში, სადაც დელეგატები არიან. აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე დაპირისპირება მოხდა ლევან კობიაშვილისა და რევაზ არველაძის მხარდამჭერებს შორის. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ხმის მიცემის პროცესი.
პრეზიდენტობის კანდიდატები, ისევე როგორც დელეგატები, სასტუმრო „Holidey Inn“-ში იმყოფებიან, თუმცა ყრილობა არ დაწყებულა.