სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", იმ დარბაზში, სადაც ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა უნდა გაიმართოს, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იმყოფება. კალაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
როგროც "ინტეპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამავე დარბაზში იმყოფება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. თუ რა მიზნით იმყოფებიან აღნიშნული პირები "ჰოპლიდეი ინში", ჯერ უცნობია.
დარბაზი დახურულია და იქ მხოლოდ რამდენიმე პირი იმყოფება. დარბაზში შესვლის საშუალება ჯერ არ აქვს მედიას.