ადვოკატი - გეგა გობეჯიშვილი უსაფუძვლოდ ჰყავთ დაკავებული და მისი გამოშვება გუშინვე შეიძლებოდა

ადვოკატი - გეგა გობეჯიშვილი უსაფუძვლოდ ჰყავთ დაკავებული და მისი გამოშვება გუშინვე შეიძლებოდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატის, დაკავებულ გეგა გობეჯიშვილის ადვოკატი გიორგი ანთაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადმინისტრაციული წესით ნარკოტიკების მოხმარებისთვისაა დაკავებული.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, გეგა გობეჯიშვილი სრულიად უსაფუძვლოდ ჰყავთ დაკავებული და მისი გამოშვება გუშინვე შეიძლებოდა. 
ანთაძის ინფორმაციით, გობეჯიშვილი პირველი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. 
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბრალდება 500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. ადვოკატის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება არც თავად ადვოკატი და აპირებენ, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარონ. 
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გუშინ დააკავეს. 
გეგა გობეჯიშვილი დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, არსებული ინფორმაციით, ხმის მიცემას რეზი არველაძისთვის აპირებდა.