საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამოა დაკავებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მისივე ინფორმაციით, გეგა გობეჯიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გუშინ დააკავეს.
გეგა გობეჯიშვილი დღეს ფხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, არსებული ინფორმაციით, ხმის მიცემას რეზი არველაძისთვის აპირებდა.