საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ბან გი მუნს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელობა. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და გაერო-ს, როგორც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.
გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა.