რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას რატიფიცირებისთვის ფედერალური კანონპროექტი წარუდგინა "რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთსამართლებრივი დახმარების შესახებ".
პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შეთანხმების თანახმად, მხარეები ვალდებულებას იღებენ ერთმანეთს სამართლებრივი დახმარება გაუწიონ გამოძიებაში, სასამართლო დავებში ან სხვა პროცესუალურ მოქმედებებში, რაც სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება.
ამასთან, ცხინვალი სამართლებრივ დახმარებაზე უარს ამბობს, თუკი მოთხოვნის აღსრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საჯარო წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესებს.
აღნიშნული კანონპროექტი რუსეთის მთავრობამ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს განიხილა და დაამტკიცა.