საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი პაპუაშვილის შემცვლელად მინდია უგრეხელიძის წარდგენა იგეგმება. ამის შესახებ დღეს, ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპული ვიზიტის ფარგლებში წულუკიანს შეხვედრა ჰქონდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან და მას გააცნო, თუ ვინ იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პაპუაშვილის შემცვლელი.
"საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილის შემცვლელად ვენეციის კომისიაში მინდია უგრეხელიძე დაასახელა", _ დასძინა თეა წულუკიანმა.
გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 2006 წლიდან იმყოფება და 2016 წლის შემოდგომაზე უფლებამოსილება ეწურება.