საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივან ბან გი მუნს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივან ბან გი მუნს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

აღინიშნა ქართველებს-აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო საქართველოსა და გაერო-­ს, როგორც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.

გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა.