საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკაში სამუშაო ვიზიტი შეაფასა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს აქტიური საგარეო პოლიტიკა ესაჭიროება და მისი შეხვედრები ნიუ იორკსა და ვაშინგტონში სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
"საქართველოს სჭირდება აქტიური საგარეო პოლიტიკა. ჩემი შეხვედრები ნიუ-იორკში ევროპელ ლიდერებთან, ათეულობით შეხვედრა ვაშინგტონში და საჯარო გამოსვლები ემსახურებოდა სწორედ ამ მიზანს. დარწმუნებლი ვარ, რომ შედეგად, ქართული თემატიკა გააქტიურდება დასავლეთის დედაქალაქებში“, - აღნიშნა საქრთველოს პრეზიდენტმა.