პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ჩაიშალა. განმეორებითი რეგისტრაცია, რომელიც 16:00 საათზე ჩატარდა, მხოლოდ 69 დეპუტატმა გაიარა.
კვორუმის უქონლობის გამო სხდომა ვერ გაიხსნა. როგორც სხდომის წამყვანმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, პარლამენტის პლენარული სხდომა შემდგომ კვირას გაიმართება.