საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან და აღნიშნული აქცია პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა.
„შემომახიეს პიჯაკი და იძახოდნენ - როდის გამყარდება ლარიო. არასაერიოზულ კითხვებს სვამდნენ და დეპუტატების წყობიდან გამოყვანა უნდოდათ. ესენი არიან „ნაციონალების“ მართულები“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, დილიდან, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს.