აქციის მონაწილეებმა დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი შემოახიეს

აქციის მონაწილეებმა დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი შემოახიეს

ქუთაისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეები დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს დაუპირისპირდნენ. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დეპუტატს. აქციის მონაწილეებმა დავით ლორთქიფანიძეს რუპორი ესროლეს და პიჯაკი შემოახიეს. სიტუაციის განმუხტვა სამართალდამცავებმა შეძლეს.

პარლამენტის წინ აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მედიის ზეწოლისაგან გათავისუფლებას ითხოვენ.