პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის.

14:00 პარლამენტში სესია უნდა დაწყებულიყო, ამიტომ დეპუტატები დარბაზში იკრიბებოდნენ, თუმცა დაპირისპირების გამო სესიის დაწყება ვერ მოხერხდა.

სხდომის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა დეპუტატებს წესრიგის დაცვისკენ და სხდომის დაწყებისკენო მოუწოდა.

ინციდენტს წინ უძღოდა შემთხვევა, რომელიც პარლამენტის შენობის გარეთ მოხდა. შენობასთან „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი ზონის“ წევრები და რიგითი მოქალაქეები იღებენ. როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, აქციის მონაწილეებსა და მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დეპუტატების განმარტებით, სწორედ ამის გაგრძელება იყო ის ინციდენტიც, რომელსაც შემდგომ სხდომათა დარბაზში ჰქონდა ადგილი.