გაერო-ს მონაცემით, იემენში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

გაერო-ს მონაცემით, იემენში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

იემენში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტოფ ბულიერაკმა, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის მარტიდან იემენში სულ მცირე 505 ბავშვი დაიღუპა, 702 კი დაშავდა.კრისტოფ ბულიერაკის თქმით, იემენში 10 მილიონ ბავშვს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

გაერო-ს მონაცემებით, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში იემენში სამხედრო კონფლიქტის შედეგად 2 400-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა.