მოსამართლემ

მოსამართლემ "რუსთავი 2"-ის ადვოკატების სამი შუამდგომლობიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის ადვოკატების სამი შუამდგომლობიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა. კერძოდ, ტელეკომპანიის დამცველებმა თავდაპირველად დააყენეს მოსამართლე ურთმელიძის აცილების შუამდგომლობა. ამის არგუმენტად ის დაასახელეს, რომ ურთმელიძეს უნდობლობას უცხადებენ. ამ შუამდგომლობას შეეწინააღმდეგა ქიბარ ხალვაშის მხარე. მოსამართლემ საკუთარი თავი არ აიცილა და იგი კვლავ გააგრძელებს აღნიშნული საქმის განხილვას.

"რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა პროცესის გადადების შუამდგომლობა მოითხოვეს. ამის არგუმენტად კი დაასახელეს ის გარემოება, რომ პროცესს არ ესწრება ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე მთავარი იურისტი. მოსამართლემ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააყენა.

ტელეკომპანიის ადვოკატებმა ამ დრომდე კიდევ ერთი შუამდგომლობის დაყენება მოასწრეს. კერძოდ, მათ მოითხოვეს აღნიშნული საქმის მოსამართლეთა კოლეგიის მიერ განხილვა, თუმცა თამაზ ურთმელიძემ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.