„არ გვსურს მედია გარემო იყოს შეზღუდული“

„არ გვსურს მედია გარემო იყოს შეზღუდული“

საქართველოში აშშ-ს ელჩის იან კელის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, მას შეხვედრები მინისტრებთან და პარლამენტის წევრებთან ჰქონდა.

მისი თქმით, აზრის გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია და მედია არ უნდა იყოს შეზღუდული.

„ჩვენ პატივს ვცემთ აზრის გამოხატვის თავისუფლებას. არ გვსურს მედია გარემო იყოს შეზღუდული. განვაგრძობთ თვალყურის დევნებას. საქართველოში ვიმყოფები 2 კვირაა. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მქონდა შეხვედრები მინისტრებთან, პარლამენტის წევრებთან და ეს ის თემაა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ. ჩვენ კიდევ ვადევნებთ თვალს, მაგრამ „რუსთავი 2“ ეთერშია. მე გასულ კვირასაც მქონდა მათთან ინტერვიუ“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ.