პარლამენტთან

პარლამენტთან "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

მიმდინარეობს ქუთაისში პარლამენტის შენობასთან ,,თავისუფალი ზონის", ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მოქალაქეები "რუსთავი-2"-ს მხარდამჭერ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები პარლამენტის უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ თავისუფალ მედიაზე ზეწოლას თავი უნდა დაანებოს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ხელში ჩაიგდოს "რუსთავი-2" და თავისუფალი მედია, თუმცა ამას უბრალო მოქალაქეები არ დაუშვებენ.