როგორ ჩამოიშორა სააკაშვილმა გზიდან ბიზნესმენი ყარამანიშვილები და რის დაკარგვას წუხს გვარამია

როგორ ჩამოიშორა სააკაშვილმა გზიდან ბიზნესმენი ყარამანიშვილები და რის დაკარგვას წუხს გვარამია

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ ტელეკომპანიის ეთერში განმარტა, თუ რატომ ეძებდნენ არხის ხელმძღვანელები ინვესტიციას და რაში უნდა მომხდარიყო აღნიშნული თანხის დახარჯვა.

„6 მილიონის ინვესტიცია იდებოდა „რუსთავი 2“-ში ყველანაირი ვალდებულების გარეშე“, - განცხადება გვარამიამ, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი იყო თავად ინვესტორის ფაქტორი, რომელიც ტელეკომპანიაში 6 მილიონის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა.

„ჩვენ ვიპოვეთ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა ინვესტორად, საუბარი იყო 6 მილიონზე, რომელსაც ის ჩადებდა. ეს ძალიან კარგი საინვესტიციო პირობა იყო. ძალიან რისკიანი ინვესტიცია და მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ეს გარიგებაც ზარალია, მაგრამ მაინც. დამფუძნებლებს ნახევარი მილიონი დოლარი მიჰქონდათ, ხოლო 6 მილიონი „რუსთავი 2“-ში ყველანაირი ვალდებულებების გარეშე მოდიოდა. ამით ვიყიდიდით ტექნიკას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

როგორც "რეპორტიორი" წერს ერთია გვარამიას განცხადება, ხოლო მეორე რეალობა. ექსპერტები იმთავითვე აღნიშნავენ, რომ აღნიშნული 6 მილიონი ის პოლიტიკური ფულია, რომელსაც ნაცმოძრაობა ტელევიზიაში წინასაარჩევნოდ დებდა. გარდა ამისა, არავის აქვს ილუზია, რომ აღნიშნული 6 მილიონი კეზერაშვილის ცოლის ძმას ეკუთვნის.  

რამდენადაც "რეპორტიორისთვის" გახდა ცნობილი, „რუსთავი2“-ის ბედი ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის აგარაკზე წყდებოდა. როგორც ინფორმირებული წყარო ყვება, ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ოდესაში, სააკაშვილის აგარაკზე ძმებ ყარამანიშვილებს შეხვდნენ და „ტელეკომპანია საქართველოს“ წილების დათმობა მოსთხოვეს.

ყარამანიშვილებმა სააკაშვილს უფრო მარტივი გზა შესთავაზეს - ქიბარ ხალვაშისთვის ფულის გადახდა, მაგრამ უარი მიიღებს. სააკაშვილი და ადეიშვილი კატეგორიულები ყოფილან საკუთარ მოთხოვნაში და ყარამანიშვილებს დაემუქრნენ, რომ თუ მათ წინააღმდეგ წავიდოდნენ, უკრაინაში ბიზნესებს გაუნადგურებდნენ. ასე აპირებდა სააკაშვილი ყარამანიშვილების გზიდან ჩამოცილებას. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ქართულ მედიაში იწერებოდა, როგორ ითხოვდა გვარამია სააკაშვილისგან ყარამანიშვილების გზიდან ჩამოცილებას და არწმუნებდა, რომ „რუსთავი 2“-ის მართვაში ხელს უშლიდნენ. მაშინ სააკაშვილმა ყარამანიშვილები „რუსთავი 2“-ის მართვას მართლაც ჩამოაშორა და ფინანსებზე კონტროლი მთლიანად გვარამიამ აიღო ხელში. 

ასე რომ, გვარამიას გოდებას სიტყვის თავისუფლებასთან ისეთივე კავშირი აქვს, როგორც კეზერაშვილის ცოლის ძმას 6 მილიონთან. „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ხელისუფლების დამხობაა, ხოლო გვარამიასი - ბევრი ფული.