საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი "რუსთავი 2"-ის საკითხთან დაკავშირებით შეფასებისგან თავს იკავებს.
"რუსთავი 2-თან დაკავშირებით შეფასებისგან თავს შევიკავებ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი და ამიტომ სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ვერ შევალ და არც მაქვს ამის ცოდნა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" წილები დააყადაღა. აღნიშნულ გადაწყვეტილება გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის დახურვად შეაფასა.