ვღანეთში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, აქედან 5 სამხედრო მოსამსახურე და 5 სამოქალაქო პირია.
როგორც "ბიბისი" პენტაგონის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 "ჰერკულესი"ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯალალაბადის აეროპორტში ჩამოვარდა.
თავის მხრივ, "თალიბანმა" განაცხადა, რომ თვითმფრინავი დაჯგუფების მებრძოლებმა ჩამოაგდეს. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი", თალიბების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
ამერიკელი სამხედროები კი აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფის რაიონში მებრძოლთა აქტიურობა არ შეინიშნებოდა. მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო.