აშშ-ში კოლეჯში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში კოლეჯში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ორეგონის შტატში, ერთ-ერთ კოლეჯში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამის შესახებ CNN იტყობინება. 
ერთ-ერთი დაჭრილი სტუდენტის მამის თქმით, ბოროტმოქმედი სასწავლო ოთახში შეიჭრა, ქრისტიან მოსწავლეებს ადგომა უბრძანა და მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ბოროტმოქმედის ნეიტრალიზება სამართალდამცველებმა მოახდინეს.
პოლიციის ინფორმაციით, ის 26 წლის კრის ჰარპერ მერსერია. სამართალდამცველების თქმით, მას ჯავშანჟილეტი ეცვა და კარგად იყო შეიარაღებული.