რუსეთი სამხედრო ოპერაციას ატარებს ტერორისტების წინააღმდეგ მხოლოდ სირიის ტერიტორიაზე; მისი გაფართოების შესახებ ჰოპითეტური შესაძლებლობა, უადგილოა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"არავის გაუკეთებია განცხადება იმაზე, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ საუბარი ეხება მხოლოდ სირიას. მოცემულ შემთხვევაში ჰიპოთეტური ფორმულირებები უადგილოა და ამ მხრივ საუბარი შეუძლებელია", - განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, პოტენციური ანტიტერორისტული ფრონტის ახალი მონაწილეებისგან სიგნალი რუსეთს ჯერ არ მიუღია.