საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ადამიანებს, ვისაც ქართველ, აფხაზ და ოს ხალხებს შორის კავშირის დარღვევა სურთ, ხელი მოეცარებათ.
გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ ის სარგებელი, რასაც საქართველო ევროინტეგრაციიდან მიიღებს, როგორს ოს, ისე აფხაზ ხალხს ეკუთვნის.
"ძმებო და დებო მე მტკიცედ მწამს, რომ არავის ძალუძს ისტორიის რევიზია და ჩვენი ერთობლივი წარსულის ამოშლა. იმ კავშირების დამრღვევებს, რაც ჩვენს ხალხს აკავშირებდათ, ხელი მოეცარებათ. ჩვენი ეკონომიკა მალე კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წავა, ვიზალიბერალიზაციის და სხვა მიმართულეებით ქვეყანა დაინახავს შედეგს. ჩვენ ყველა მივიღებთ ამის ნაყოფს და ერთად ავაშენებთ ერთობლივ კეთილდღეობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.