პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით სან დიეგოს უნივერისტეტის საქართველოში შემოსვლას უდუდესი მნიშვმელობა აქვს.
როგორც პრემიერმა ჟურნალიტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადა, ამ უნივერსიტეტის საქართველოში შემოსვლით ამერიკის მთავრობამ საქართველოს დიდი დახმარება გაუწია.
„ჩვენ გასული წელს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ და უკვე ერთი წლის თავზე ჩვენ განსაკუთრებით ნიჭიერი 100 სტუდენტი მოვიღეთ, რომლებმაც აირჩიეს ინჟინერია, ქიმია, ტექნოლოგიები. რელურად ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ამერიკის მთავრობას, ვინაიდან ეს საშუალებას მისცემს ჩვენს სტუდენტებს, რომ საქრთველოში ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომი აიღონ. ჩვენ სტუდენტებს აღარ მოუწევს წასვლა საზღვარგარეთ და ისინი ცოდნას ამერიკული პროგრამებით აქ დაეუფლებიან“, -განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით პროგრამის ფარგლებში ამერიკიდან ჩამოვლენ პროფესპორები. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პროგრამა განხორციელდება თსუ-ში, ილიას უნივერსიტეტში და ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ცნობისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამების სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.