თურქეთის ხელისუფლება ქურთების მუშათა პარტიის "ბოევიკების" მიერ თურქ პოლიციელებზე თავდასხმის შესახებ იუწყება.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ნაღმის აფეთქების შედეგად, რომელიც პროვინცია სირნაკში, პოლიციის საკონტორლო გამშვებ პუნქტთან მანქანაზე იყო დამონტაჟებული, ორი პოლიციელი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.
თურქეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ვერტმფრენების გამოყენებით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, თავდამსხმელები გაანადგურეს.