ეგვიპტის მთავრობა გადადგა

ეგვიპტის მთავრობა გადადგა

ეგვიპტის მთავრობა გადადგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა გადადგომის შესახებ პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის მიმართა.

"პრემიერ-მინისტრმა, იბრაჰიმ მაჰლაბმა მთავრობის გადადგომის შესახებ პრეზიდენტს აცნობა, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას დაეთანხმა", - წერია მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

გავრცელებული ცნობით, პრემიერს პრეზიდენტმა სთხოვა დარჩეს აღნიშნულ თანამდებობაზე მანამ, ვიდრე ახალი მთავრობა არ ჩამოყალიბდება. ჯერ უცნობია ეგვიპტის მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზი. მოსახლეობის ნაწილი მომხდარს რამდენიმე დღის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრის დაკავების ფაქტს უკავშირებს. მას კორუფციაში ედება ბრალი. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.